loader

გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ხასაია სხდომათა დარბაზში დააკავეს.

საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. ის სამართალდამცავებმა აქციის დაწყებამდე დააკავეს, რა დროსაც მისი ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობდა.

შსს ხასაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.