"შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს" - სულხან მოლაშვილის მამა
როდესაც სტრასბურგმა გაამართლა სულხან მოლაშვილი, მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ... მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე განაცხადა, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თამაზ მოლაშვილის თქმით, მის შვილს საპატიმროში აწამებდნენ და ამ წამების შესახებ ოჯახი „ერთი-ორი თვის შემდეგ იგებდა“.