"ჩაკვე" "კვარას" საგულშემატკივროდ ბირმინგემში ჩავიდა - ამსახველ კადრებს "Geoteam" ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოტფორდის" შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბირმინგემში ჩავიდა.
"ჩაკვეს" ვიდეოს GeoTeam ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ბირმინგემის "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი პარიზში გაიმართა და ანგარიშით 3-1 დასრულდა. იმ თამაშში "კვარამ" შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.