"როცა ერთ-ერთი ჩამორთმეული მანქანით დადიოდა ერეკლე კოდუა, იმიტომ რომ მაშინ მისი მეუღლე ვიყავი, ვიჯექი იმ მანქანაში, ჩემთვის არავის გადმოუცია" - ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მორიგი სკანდალური განცხადება გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაზარალებულმა ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეუფლნენ
მაღალი თანამდებობის პირები მის კუთვნილ ავტომობილებს. ბუზალაძის თქმით,იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას მოეწონათ მისი ავტომანქანები, რომლებიც საბოლოოდ მათ მეუღლეებს - თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს გადაეცათ. აღნიშნულმა ამბავმა კომისიის წევრებისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა მხარეების მწვავე რეაქციები და ურთიერთბრალდებები.