სად იპოვეს თბილისში დაკარგული მოზარდები
თბილისში, გუშინ დაკარგული მოზარდები ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბარბარე ლაფაჩის დედამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, გოგონები პოლიციამ გლდანში იპოვა."ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ იპოვეს. როგორც ვიცი გლდანში ნახეს", - გვითხრა დაკარგული მოზარდის დედამ.
ცნობისთვის, გოგონებს გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნე და სახლში არცერთი არ მისულა. განაგრძეთ კითხვა