loader

"ერეკლე კოდუას ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და ვანო მერაბიშვილს მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის რომ უნდოად ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ, საიდან იცით?" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერეკლე კოდუას ნანუკა ჟორჟოლიანისთვის და ვანო მერაბიშვილს მეუღლისთვის, თამარ სალაყაიასთვის რომ უნდოად ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ, საიდან იცით?" - თეა წულუკიანი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე, მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ჯუმ­ბერ ბუ­ზა­ლა­ძემ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ

და­ე­უფლნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს. ბუ­ზა­ლა­ძის თქმით,იმ­ჟა­მინ­დელ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ხელ­მძღვა­ნელ ერეკ­ლე კო­დუ­ას მო­ე­წო­ნათ მისი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი,

რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლო­ოდ მათ მე­უღ­ლე­ებს - თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­სა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­და­ე­ცათ.

აღ­ნიშ­ნულ­მა ამ­ბავ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი.

თეა წულუკიანი:

ვანო მერაბიშვილს რომ მეუღლისთვის თამარ სალაყაიასთვის და ერეკლე კოდუას ნანული იგივე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის უნდოდა ეს მანქანები და იმიტომ გართმევდნენ საიდან იცით?

ჯუმბერ ბუზალაძე:

ერთ გორელს ჰყავდა ჩემნაირი მანქანა, ედავა და ვერ წაართვა, მე მომერია. დაკითხვის დროს ნანუკა შემოვარდა ორი ოპერატორით და რ2-ის ეთერში გამომაცხადა, რომ ვარ იაპონურ მაფიასთან შეკრული, ჩავდივარ იაპონიაში, ვაპარვინებ მანქანებს, გადამყავს დუბაიში და იქიდან მომყავს საქართველოში