loader

"სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ...კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ...კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე" - რას ამბობს გია ხუხაშვილი

10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" ხელისუფლების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს. სანქცირებულები არიან: გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ("ხარება") ხარაზიშვილის

მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო (კოკა) კაციტაძე. როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო იუწყება, სანქციები დაწესდა "გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების

შესაბამისად", სანქცირებული პირების მიერ "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ". საელჩოს თანახმადვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ ლემიმ განაცხადა: "მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად "ქართული ოცნების" მტკიცებისა, რომ ის საკუთარი

მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებს, დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის

განხილვას მანამ, სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა". ხელისუფლების წარმომადგენლები დაწესებულ სანქციებს "უკანონოდ, უსაფუძვლოდ და პოლიტიკური ჩარევის უხეშ მცდელობად" აფასებენ. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

დასასრულ მინდა გკითხოთ, 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილის 36-ე აღნიშვნის ღონისძიებებზე. წელს პირველად მოხდა, რომ ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად და ცალ-ცალკე აღნიშნეს. საზოგადოების ნაწილის აზრით, უცნაური იყო ისიც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში მომხდარში დამნაშავედ მოხსენიებული იყო "უცხო ძალა" და არა საბჭოთა კავშირი ან რუსეთი...

- იმდენად შორს მიდიან, ისეთი ბინძური და ბოროტი რიტორიკა აქვთ, არც იცი, რა უნდა უპასუხო, თუმცა ესეც საზოგადოების დათრგუნვაზეა გათვლილი... სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს, სრულიად არის ჩამოშორებული ქვეყანაში პოლიტიკის წარმოების სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვას და პირდაპირ ეფ-ეს-ბეს ბრიგადები მუშაობენ.

პირდაპირ ერთიერთში მეორდება ის ისტორია, რაც ხდებოდა რუსეთში, თან შემჭიდროებულ ვადებში - კანონმდებლობის შეცვლა, რიტორიკა, რომ რუსეთის ცუდ კონტექსტში ხსენება არ შეიძლება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთის იმპერია არც

უხსენებია ხელისუფლებას. 9 აპრილს მშვიდობიანი პროტესტანტების სასტიკად დამრბევი "უცხო ძალა" გაათანაბრეს დასავლეთთან, ანუ ოკუპანტი ქვეყანა გაათანაბრეს ცივილიზებულ სამყაროსთან. ესეც კაგებეშნიკური რიტორიკის ნაწილი. რაც კობახიძემ თქვა, მეც ვიზიარებ.

დიახ, მაშინაც უცხო ძალა იდგა რუსთაველზე და ახლაც უცხო ძალა აპირისპირებს ქართველებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც ეს უცხო ძალა რუსეთია. ამ რიტორიკით კონსტიტუციასაც არღვევენ. თან გვეუბნებიან. 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, კი, მაგრამ, თუ ასეთი მამაძაღლები არიან ეს ევროპელები და სულ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებას ფიქრობენ, როგორც ესენი აბრალებენ, აბა, სად

მიჰყავთ ეს ქვეყანა 2030 წლისთვის? ფაქტია, დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრიმინალური აზროვნების დაჯგუფება, თუმცა შავ სამყაროსაც აქვს თავისი წესები, აი, ამათთვის კი წითელი ხაზები აღარ არსებობს, ერთადერთი ფასეულობა მათთვის ძალაუფლებაა. ჩემი შეფასებით, კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე. დღეს ის აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა. ის დიდი ხანია უკვე საკუთარი

შეცდომების, ამბიციებისა და შიშების პატიმარი და მძევალია, მათ შორის სიკვდილის შიშის და ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს.

რა თქმა უნდა, ამათგან განსხვავებით უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ დღეს არის ძალიან არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში. ეს ის ადამიანი აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი, საღი აზრი დაკარგული აქვს და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს. განაგრძეთ კითხვა