რას ამბობს მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის შს მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია.
მისი თქმით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია "ფორმულამ" გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა.