loader

ცნობილია ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის ვინაობა -„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდართან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის ვინაობა -„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდართან დაკავშირებით?

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.

„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის თანასოფლელი.

მისივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

წყარო:GURIA NEWS