loader

"სა­სიკ­ვდი­ლოდ გაგ­ვი­მე­ტეს..." - მო­ქა­ლა­ქე ლექ­სო სამ­ხა­რა­ძე აცხა­დებს, რომ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" თავს და­ესხნენ, მის მე­გო­ბარს კი თავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­სიკ­ვდი­ლოდ გაგ­ვი­მე­ტეს..." - მო­ქა­ლა­ქე ლექ­სო სამ­ხა­რა­ძე აცხა­დებს, რომ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" თავს და­ესხნენ, მის მე­გო­ბარს კი თავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და

მო­ქა­ლა­ქე ლექ­სო სამ­ხა­რა­ძე აცხა­დებს, რომ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" თავს და­ესხნენ, მის მე­გო­ბარს კი თავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თავ­ში "წვე­ტი­ა­ნი ნივ­თი" ჩა­არ­ტყეს და ბევ­რი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს.

"სა­სიკ­ვდი­ლოდ გაგ­ვი­მე­ტეს "ქო­ცებ­მა".

ძა­ლი­ან ბევ­რჯერ და­მესხნენ თავს და ყო­ველ ჯერ­ზე მო­ვა­ხერ­ხე უდა­ნა­კარ­გოდ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამ­ჯე­რად,"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" უკ­ნი­დან კე­ფი­სა და ნა­თხე­მის ად­გი­ლას, კას­ტე­ტის მაგ­ვა­რი წვე­ტი­ა­ნი ნივ­თი ჩა­მარ­ტყეს თავ­ში და იმა­თი­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­მა მუშ­ტი კრი­ვი გაგ­ვი­მარ­თეს. საკ­მა­ოდ ბევ­რი ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბი მოგ­ვა­ყე­ნეს თა­ვის არე­ში.

ჩემს ძმა­კაცს, ლე­ვან ყან­ჩა­ველს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, რად­გან თა­ვის ქალა გა­უბ­ზა­რეს. გაბ­ზა­რულ ად­გი­ლას სან­ტი­მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი ტი­ტა­ნის იმპლან­ტი ჩა­უდ­გეს. ხვალ მივ­დი­ვარ მეც კა­ტეს გა­და­სა­ღე­ბად.

ჩვენ მალე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე­ბით და იმა­ზე ჩქა­რა, ვიდ­რე მა­ვანთ ჰგო­ნი­ათ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ რე­ჟი­მის ტყვე­ებ­თან ერ­თად, აღ­ვნიშ­ნავთ "ქო­ცე­ბის" რუ­სეთ­ში გაქ­ცე­ვას.

P.S. პირ­ველ სუ­რათ­ში, ჩემი კე­პია რომ მიხ­ვდეთ, და­ახ­ლო­ე­ბით რო­გო­რი წვე­ტი­ა­ნი სა­გა­ნი ჩა­მარ­ტყეს და იმა­ვე საგ­ნით გვე­ჩხუბ­ნენ”, - წერს სამ­ხა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და თან ურ­თავს ფო­ტო­მა­სა­ლას.