თბილისში დაკარგულ მოზარდს ეძებენ - "სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა"
თბილისში ოჯახის წევრები დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი გუშინ სკოლაში წავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
"გუშინ 14:00 საათის დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი(ილიას კლასელი)(31-ე საჯარო სკოლა)გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში.
ბარბარე ლაფაჩი. სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა.
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარბარეს ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით დედას ნომერზე 577 16 00 80