გურიაში 28 წლის მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა - "ავტობუსი ახალგაზრდას საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა"
ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ხაჯალიაში, გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ტრასაზე მოძრავი ავტობუსი 28 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე
ინფორმაციას მედიაპლატფორმა ''გურია'' ავრცელებს.