loader

ამ წუთებში თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედა ენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.