loader

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ხაშურიდან - "მომხდარზე დაწყებულია გამოძიება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ხაშურიდან - "მომხდარზე დაწყებულია გამოძიება"

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

"ძვირფასო ხაშურელებო, მეგობრებო

ორიოდ დღის წინ ხაშურის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე სკვერში მომხდარი ვანდალიზმის შესახებ ვწერდით.

დღეს გიზიარებთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს, რაც ამავე სკვერში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და სამართლებრივი შედეგი დადგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენი სათქმელი კი იგივეა: გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს! გავუფრთხილდეთ, რაც გაკეთებულია! გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი!

აქვე გვსურს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ ვიდეოკამერები, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე სკვერის მსგავსად, დამონტაჟებულია როგორც ზემო სერის ტყე-პარკში, ისე თითქმის ყველა დიდ თუ მცირე სკვერში. შესაბამისად, მსგავსი ხასიათის არც ერთი ქმედება არ დარჩება რეაგირების გარეშე. ამიტომ გთხოვთ, ნუ დაარღვევთ კანონს.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე!" - აღნიშნულია განცხადებაში.