"თავს უფლებას ვაძლევ, გამოვიწვიო გიგანტური ფიგურა ქართული კულტურისა და მეცნიერების - მზექალა შანიძე…” - გიორგი კეკელიძე აჩუქე წიგნის კამპანიაში ჩაერთო
23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს, 2019 წლიდან კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ იქცა. იდეა ეკუთვნის ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“ და გიორგი კეკელიძეს. წელსაც „ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს მასშტაბური კამპანიით, რომლის სლოგანიც არის „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“.
კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარება, როგორც შინაგანი თავისუფლების მიღწევის უმთავრესი საშუალება. წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პირველი წიგნი უკვე გააჩუქა. მან „მარო წერეთლის დღიური“ საჩუქრად ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს გაუგზავნა.