loader

"დიდ საიდუმლოს აეხადა ფარდა” - რას წერს რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდ საიდუმლოს აეხადა ფარდა” - რას წერს რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"დიდ საიდუმლოს აეხადა ფარდა: დიპ სტეიტი ანუ ფარული ძალა ანუ იგივე გლობალური ომის პარტია თავად ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. გუშინ ივანიშვილმა ბრიტანეთის სასამართლოში მოუგო ზაზა ოქუაშვილს, მანამდე სინგაპურის, ბერმუდისა და კიდევ სხვა სასამართლოებში შვეიცარიულ ბანკს. დიპ სტეიტი დაეხმარა რა თქმა უნდა. ალბათ მასონთა ლოჟის წევრიც იქნება. ნაყიდი ექნება ადგილი, თუ პირველ იარუსზე არა, მეორეზე მაინც, თორემ იქ დაწესებულ მკაცრ კრიტერიუმებს რომ ვერ აკმაყოფილებს, ეს ყველამ იცის.

ერთად დავამარცხოთ მსოფლიოს მმართველი ფარული ძალა, ჯერ აქ, მერე ყველგან."