loader

“მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა” - რას წერს ლევან ბერძენიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა” - რას წერს ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის, „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ შეწირულად“ გამოცხადებით თეა წულუკიანმა მთელი საქართველო შეურაცხყო; არა, მან მეტიც მოახერხა, მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა.

ამ ბოროტი ქალბატონის პირით ქვეყნის მთავარმა ჩარჩმა, ლაჩრობისა და „აბა ომი გინდას“ აპოლოგეტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა უკვე გმირობას წარუდგინა პრეტენზია. როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი უკვდავი გენიის სიტყვები: „თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. გავიხსენოთ, სანამ გველის ენა რუსთაველსაც მისწვდება“ - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში