“ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას...” - უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები
13 აპრილს, დილით, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს. სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20 მოქალაქე.
„მტრის რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია... და ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას...მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქმედება, რომელსაც მიაქვს რიგითი მოქალაქეების სიცოცხლეები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.