სკანდალი "გარდენია შევარნაძის" გარშემო - რას წერს ბავშვის მშობელი და დაპირისპირების რა ვიდეო ვრცელდება “გარდენიიდან”, სადაც ბაღის ბავშვებს ე.წ. მწვანე გაკვეთილი უტარდებოდათ
სკანდალი "გარდენია შევარნაძის" გარშემო. ყველასთვის ცნობილია, რომ "გარდენია შევარდმაძე" სასკოლო და ბაღის ბავშვებისთვის ე.წ. მწვანე გაკვეთილებს ატარებს. ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომელიც ბაღის ბავშვებისთვის ტარდებოდა, მშობლები წერენ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შვილების გაკვეთილზე დასასწრებად თანხა გადაიხადეს, ტერიოტრიაზე არ უშვებდნენ მანამ, სანამ შესვლის თანხა პირადად არ გადაიხადეს, ასევე არ აძლევდნენ არსებულ კაფეში დაჯდომის საშუალებას. მშობლები დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებენ.
"იცოდით რომ ჩველებრივ დისკრიმინავიას ეწევა ეს კაცი და ეს ადგილი მშობლების მიმართ?! ბაღის ჯგუფმა ავიღეთ ჯგუფური საბავშვო პროგრამა, რომელიც 2-3 წლის წინ 10 ლარი ღირდა 2 საათიანი, ეხლა 20 ლარი ღირს 1 საათიანი. მშობლებს არ უშვებენ. უფასოდ კი არა, აი რომ იხდი იმ 5 ლარს რაც ღირს ზოგადად, მაინც არ უშვებენ. ანუ რომ დავაკონკრეტო, ბავშვებთან ერთად კი არა, ცალკე, უბრალოდ ისე, როგორც შედის ყველა. დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ (მართლა ყინავდა) დაგვდეს პატივი და კარგით შეგიშვებთ ცოტა ხანშიო. ჩვეუულებრივად გადავიხადეთ 5 ლარი და შევედით და აი აქ იწყება რაც იწყება წარმოუდგენელი ამბავი ხალხო. წვიმდა და ყინავდა და გადავწყვიტეთ კაფეში შესვლა, ისე როგორც ყველა სხვა სტუმარი შედის. და თურმე არ შეიძლება “მშობლებისთვის”. ანუ მოსაცდელად და ისე დასაჯდომად და უფასოდ კი არა, ზოგს ჩაი გვინდოდა, ზოგს შიოდა და თურმე “მშობლებს კაფეში არ ემსახურებიან”. მოვარდა ვიღაც მენეჯერი და პირდაპირ მნიშვნელობით გვყრიდა გარეთ. ანუ ვიღაცა შემოდის 2 ბავშვით და ჯამში იხდის 5 ლარს(6 წლამდე ბავშვი უფასოა), ჩერდება რამდენი ხანიც უნდა იმდენ ხანს ამტერიტორიაზე, მათ შორის კაფეში. მე შევდივარ 2 ბავშვით და 1 საათში ვიხდი 45 ლარს და არ მიშვებენ კაფეში. მიმტანი გეუბნება “მშობლებს არ ვემსახურებითო”. 25 წელია მომსახურების სფეროში ვმუშაობ და მსგავსი არაფერი არ მინახავს სხვა ქვეყანაში კი არა, საქართველოშიც კი. ჯერ შესასვლელში ისეთი უხეშია ის მებილეთე ქალი, ხან ბავშვებს ეჩხუბა ჩუმად იყავითო, ხან ჩვენ-რა ვერ გათბით გადით გარეთო. ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნეთ, ვიღაც უცხოელებს ფეხქვეშ ეგებოდნენ, სხვებსაც ვინც შემოდიოდა და აი ვერ გავიგე “მშობლის” მომსახურება რატო იყო პრობლემა. საბოლოო ჯამში ჩვენ კი მოგვეშალა ნერვები, მაგრამ არც კაფიდან გამოვედით, სხვებსაც დავურღვიეთ სიმყუდროვე ჩვენი გამოთქმული პრეტენზიებით და 1 საათიც ტყულიად მოვუცდინეთ 2 მაგიდა, რადგან ცოცხალი თავით არ მოგვემსახურნენ.
ჩემი ფეხი არ იქნება მანდ არასოდეს და არც არავის ვურჩევ" - წერს მშობელი.
აღსანიშნავია, რომ "გარდენია შევარდნაძის" ადმინისტრაციას, მომხდარზე განცხადება არ გაუკეთებია.