loader

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

ქრისტიანები ბზობას ზეიმობენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ბაპტისტური თემი, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია" წარმომადგენლობა საქართველოში დღეს ბზობას, ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ქრისტიანს დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.