loader

"ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან " - ახალი დეტალები ავჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან " - ახალი დეტალები ავჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს მძიმე ფაქტი 11 აპრილს საღამოს საათებში მოხდა. ბავშვი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მის სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

„ე.წ ტიტანიკის“ კორპუსს ეძახიან ამ კორპუსს, ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, კორპუსის მობინადრეები წლების მანძილზე როგორ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. ამ კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ამ ავარიულ სახლში სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას წლებია ითხოვს, მედიაში ამაზე იწერებოდა სტატიები. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერა ამაზე სტატიები. იქ მაცხოვრებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ამ საცხოვრებელი კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლაა და გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდო. სწორედ მსგავსი ტრაგედიის ეშინოდათ. გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა. განაგრძეთ კითხვა