რას ამბობს ირაკლი კობახიძე თეა წულუკიანის სკანდალურ განცხადებაზე?
როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ქვეყნისთვის და შესაძლებელი იყო, ჩვენი გმირები ყოფილიყვნენ ცოცხალი და საკუთარ ოჯახზე ეზრუნათ, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა, რომელთანაც საქმე გვაქვს - რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ წულუკიანის განცხადების საპროტესტოდ მოქალაქეები მის სახლთან შეიკრიბნენ „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა“.