ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
"ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება. ბოროტი ქიშმიში," - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია თეა წულუკიანის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაკეთებულ განცხდებას.
“მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. კითხვას ვსვამთ, თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს ხალხი გმირები არიან," - თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.