"შემზარავი და ტრაგიკული ამბავი მოვისმინეთ, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას" - ნინო წილოსანი
სისტემამ, სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, უფრო მეტიც, სურდათ მთელი გვარი გაეწყვიტათ, - ამის შესახებ ნინო წილოსანი წერს.
"გუშინ, საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იხილა და მოისმინა აფრასიძეების ოჯახის ტრაგიკული და შემზარავი ამბავიმუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია - რა ვერ დაამთავრეთ "ნაც მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი, „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ
ადამიანებს სისტემამ, სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, უფრო მეტიც, სურდათ მთელი გვარი გაეწყვიტათ. მადლობა ღმერთს აფრასიძეების ოჯახის ბავშვები გადარჩნენ და ამ ოჯახიდან გადარჩენილმა ქალებმა ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას, რისი მომსწრენიც ჩვენ გუშინ ყველანი ერთად გავხდით," - წერს წილოსანი.