loader

ტრაგედიად ქცეული შვილის იუბილე და კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო - ახალი დეტალები ნიუ-იორკში მომხდარ შემთხვევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედიად ქცეული შვილის იუბილე და კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო - ახალი დეტალები ნიუ-იორკში მომხდარ შემთხვევაზე

ხუთ­შა­ბათს, ნიუ-იორკში, ჰუდსო­ნის მდი­ნა­რე­ში ტუ­რის­ტე­ბის ოჯა­ხის ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ ბავ­შვს პა­რას­კევს დღეს 9 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ოჯახ­მა ვერ­ტმფრე­ნი სწო­რედ მისი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ი­ქი­რა­ვა. გავ­რცელ­და ბავ­შვის ფო­ტოც, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ნიუ-იორ­კის მე­რის თქმით, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ეს­პა­ნე­თი­დან იყო, მე­ექ­ვსე და­ღუ­პუ­ლი კი - პი­ლო­ტია. ოთხი მათ­გა­ნი და­ღუ­პუ­ლად ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და, ორი კი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.ინ­ტერ­ნეტ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბიც ვრცელ­დე­ბა. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც New York Helicopter Tours-ის ვებ­სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ავა­რი­ამ­დე 16 წუ­თით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

კა­ტას­ტრო­ფა ხუთ­შა­ბათს, 15:15 სა­ათ­ზე მოხ­და. შე­დე­გად, აგუს­ტინ ეს­კო­ბა­რი, მისი მე­უღ­ლე მერს კამპრუ­ბი მონ­ტა­ლი და მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

ავა­რი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­ტო­რის პი­რე­ბი თვითმფრი­ნავს გა­მო­ე­ყო და კუ­დის მო­ნაკ­ვეთს და­ე­ჯა­ხა. განაგრძეთ კითხვა