"წერეთლის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა" - რა ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან?
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. ქვეითი საბედნიეროდ, გადარჩა.
ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე - ავტობუსი დაეჯახა ქვეითს, რომელმაც გზაზე გადაურბინა.
ქვეითი საბედნიეროდ გადარჩა.
რისთვის გაკეთდა წერეთელზე ამდენი შუქნიშანი თუ მაინც არღვევენ ქვეითები და პატრული არ რეაგირებს ამ ფაქტზე?" - წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს".