სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი - "მინდა, მივმართო მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს..."
მინდა მივმართო ყველას: მოსამართლეებს, საჯარო მოხელეს, ვინც ამ რეპრესიებში სხვადასხვა კუთხით არის ჩართული - თქვენ კიდევ შეგიძლიათ გონზე მოხვიდეთ და არ იყოთ მონაწილე, არ შეხვიდეთ რეჟიმთან ასეთი ტიპის თანამშრომლობაში, რადგან არა მხოლოდ ეს სანქციები შეიძლება თქვენც დაგეწიოთ, არამედ თქვენ ჩვენი, საზოგადოების წინაშე მორალურად პასუხისმგებელი იქნებით ამაზე,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.