"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ" - ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.