loader

"კვირის პალიტრა" წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წმინდა ნინოს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მიულოცავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირის პალიტრა" წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წმინდა ნინოს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მიულოცავს

როგორც გასულ წლებში, "კვირის პალიტრა" წელსაც არ დაარღვევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მიულოცავს.

ჩვენ ყოველ წელს ვამბობთ, რომ ეს სანთლები - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით - მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნება.

ჩვენი კორესპონდენტი ეწვია ამ მონასტერს, გაიცნო მისი წინამძღვარი მამა ანტონი, სტიქაროსნები, ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ღებულობენ მონაწილეობას სანთლების ჩამოქნის პროცესში.

მაშ ასე, სად ჩამოიქნება ის სანთელი, რომელსაც ყოველწლიურად გვჩუქნის "კვირის პალიტრა" და რომელიც, წლების განმავლობაში, ჩვენი სააღდგომო რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა.