loader

ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება ვერტმფრენი ნიუ-იორკში, მდინარეში - ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ ვარდება ვერტმფრენი ნიუ-იორკში, მდინარეში - ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 6-ივე ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.

სამართალდამცავი ორგანოების თქმით, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ პილოტი, ორი ზრდასრული პირი და სამი ბავშვი. წყაროების ცნობით, ვერტმფრენის მგზავრები აშშ-ში ტურისტული ვიზიტით ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო.

ვერტმფრენი ჩამოვარდნამდე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული მანჰეტენის თავზე. მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარდება ვერტმფრენი წყალში.

Bell 206-ის ტიპის ვერტმფრენი ამ დღეს უკვე მეექვსე ფრენას ასრულებდა. წყაროების თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მაშველებმა ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში იპოვეს