loader

(+18) ვრცელდება უმძიმესი კადრები ჩეჩნეთიდან - პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე გამოფინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) ვრცელდება უმძიმესი კადრები ჩეჩნეთიდან - პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე გამოფინეს

7 აპრილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, გავრცელებული ინფორმაციით დანით შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს.

თავდამსხმელმა პოლიციელის ორი თანამშრომელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მკლეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

10 აპრილს ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა NIYSO-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დაგდებული ახალგაზრდა კაცის გვამი.

მედიის ინფორმაციით მოკლული თავდამსხმელის ცხედარი მოედანზე კადიროველებმა მიიტანეს, შემდეგ კი ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის სტუდენტები და პენსიონერები მოედანზე ორგანიზებულად მიიყვანეს.