"მე რომ არ მომეცა ამ ყველაფრის გაპროტესტების საშუალება და როცა არ ეთანხმები იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ის არხი აწვება, ამ დროს სჯობს, რომ ადგე და გაეცალო" - რუსკა მაყაშვილი "იმედიდან" წასვლაზე
"იმედის" ტელევიზიიდან წამოვედი, მიზეზი იყო შეუთავსებლობა. მე ვთვლი, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, ყველგან შეგიძლია გაპროტესტება. მე რომ არ მომეცა ამ ყველაფრის გაპროტესტების საშუალება და როცა არ ეთანხმები იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ის არხი აწვება, ამ დროს სჯობს, რომ ადგე და გაეცალო. ბევრი ვიფიქრე... ფიქრი საჭირო იყო მაინც, ვიღაცები იტყვიან, რა დროს ფიქრი იყოო. ვარჩიე, მშვიდად, წყნარად გავცლოდი, იმდენად გავეცალე ტელევიზიას, რომ საერთოდ ტელევიზიის გაგონება აღარ მინდა", - განაცხადა რუსკა მაყაშვილმა "ტვ პირველზე“, გოგოლა კალანდაძის რუბრიკაში "სახლები".