loader

"ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებენ და რა "კეთილი ბიძიები" არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი" - კახა კალაძე "უცხოურ ძალის" შესახებ დასმულ კითხვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებენ და რა "კეთილი ბიძიები" არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი" - კახა კალაძე "უცხოურ ძალის" შესახებ დასმულ კითხვაზე

ის, რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ".

როგორც კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ 9 აპრილის მემორიალთან.