loader

"საქმე გვაქვს დამალულ საფრთხესთან! გგონიათ, რომ კეტჩუპი "უწყინარია" და ბევრად ჯანსაღია ტკბილეულზე?" - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე გვაქვს დამალულ საფრთხესთან! გგონიათ, რომ კეტჩუპი "უწყინარია" და ბევრად ჯანსაღია ტკბილეულზე?" - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს და წერს, რომ კეტჩუბში შაქრის გამო დამალული საფრთხე იმალება.

"გგონიათ, რომ კეტჩუპი "უწყინარია" და ბევრად ჯანსაღია ტკბილეულზე? – იქნებ, სჯობს კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.

უახლესი ანალიზები აჩვენებს, რომ საშუალო რაოდენობის კეტჩუპში შეიძლება უფრო მეტი შაქარი იყოს, ვიდრე გლაზურიან დონატში.

შედარება:

• გლაზურიან დონატში საშუალოდ არის 10 გრამი შაქარი;

• ხოლო კეტჩუპის 3 სუფრის კოვზში, რომელიც რეალურად მოიხმარება ერთ ულუფაზე, შეიძლება იყოს 12 გრამამდე შაქარი!

მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვაზე ხშირად მითითებულია მხოლოდ 1 სუფრის კოვზი, როგორც "სტანდარტული ულუფა", პრაქტიკაში ადამიანები და რესტორნები იყენებენ 2-3-ჯერ მეტს.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დამალულ საფრთხესთან – შაქარი ბევრ "უწყინარ" პროდუქტში შეიძლება იყოს გადაჭარბებული ოდენობით.

ძალიან ხშირად, ტკბილეულს ვამტყუნებთ, მაგრამ კვების სხვა პროდუქტებში – როგორიცაა სოუსები, კეტჩუპი, ნახევარფაბრიკატები – შაქარი ჩუმად გროვდება და საბოლოოდ ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.

საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიწყოს წარწერების კითხვა, შაქრის შემცველობის გაცნობიერება და რაც მთავარია – გადაჭარბებული მოხმარების თავიდან აცილება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

• შაქრის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია: დიაბეტთან; გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან; ჭარბ წონასთან; ბავშვის განვითარების შეფერხებასთან; განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან კეტჩუპი ხშირად გამოიყენება როგორც ბავშვთა საკვების ნაწილი.

გააკეთეთ მარტივი არჩევანი:

• წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი

• ეცადეთ გამოიყენოთ ნაკლები სოუსი

• შეცვალეთ ტკბილი კეტჩუპი ბუნებრივი ალტერნატივებით (ტომატის პასტა, უცხიმო იოგურტი სუნელებით და ა.შ.)" - წერს ფხაკაძე.