loader

"ვკიოდი, ვწიოდი, ვანგრევდი ყველაფერს, მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული" - როინ შავაძის მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვკიოდი, ვწიოდი, ვანგრევდი ყველაფერს, მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული" - როინ შავაძის მეუღლე

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე განუცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, „რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა“.

ციცინო შავაძემ როინ შავაძის გარდაცვალების შემდეგ მომხდარ იმ ფაქტებზე ისაუბრა, რომლის გადატანაც ოჯახს მოუწია.