"დაიღუპა ბავშვი, დაიქცა ოჯახები... ხალხი არა ხართ? მოაწესრიგეთ" - მოქალაქე ირმა დავითაძე ბათუმიდან ლიანდაგზე გადასასვლელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ტრაგედია მოხდა
ბათუმში, 8 აპრილს, მატარებლის დაჯახების შედეგად, 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ადგილობრივები მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.
მოქალაქე ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლიანდაგზე გადასასვლელის ფოტოს და წერს, რომ აღნიშნული გადასასვლელი არის საჯარო სკოლის წინ, სადაც არასრულწლოვნები სწავლობენ და ნებისმიერი ბავშვი არის საფრთხის წინაშე!
"ეს ის გადასასვლელია, სადაც ბავშვი დაიღუპა და ადრე ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა!!!
ეს გადასასვლელი არის საჯარო სკოლის წინ, სადაც არასრულწლოვნები სწავლობენ და ნებისმიერი ბავშვი არის საფრთხის წინაშე!!! არამხოლოდ ბავშვი, აქ ზრდასრულსაც კი გაუჭირდება გადასვლა!
მერამდენე შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ მოაგვაროთ ეს პრობლემა? შვილები არ გყავთ?
თუ ვერ აგვარებთ, გადაკეტეთ საერთოდ ეს ტერიტორია ისე, რომ ქვეითი სკოლასთან მაინც ვერ გადავიდეს! ერთი შლაგბაუმი როგორ ვერ გააკეთეთ აქ ისე, როგორც ადრე ხიდამდე იყო?
დაიღუპა ბავშვი, დაიქცა ოჯახები... ხალხი არა ხართ? მოაწესრიგეთ" - წერს ირმა დავითაძე.