loader

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 133-ე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

აქციის პარალელურად, 21:00 საათზე, პირველი სკოლის წინ დაგეგმილია ფილმის ჩვენება: „ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს“.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდნენ.