ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა - თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ გუმუშანეში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:09 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.