"სიმსივნე აღმოჩნდა... იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე, თუ ეს სიმპტომები გაქვთ სისხლის ანალიზი სასწრაფოდ ჩაიტარეთ!“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს
კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
"კოვიდი კი არა – სიმსივნე აღმოჩნდა! როცა ახალგაზრდაა, ჯანმრთელი ხარ და უბრალოდ თავს სუსტად გრძნობ – შეიძლება არც კი იფიქრო, რომ საქმე სასიცოცხლოდ საშიშ დაავადებას ეხება… ასე მოხდა 33 წლის ოლივია ნოულზის შემთხვევაშიც.
ქალაქ ბლექპულიდან (დიდი ბრიტანეთი), ოლივიას ქონდა დაღლილობა და თავის ტკივილები, რაც ექიმებმა „გრძელვადიან კოვიდს“ დაუკავშირეს.მაგრამ ერთ დღეს მას მტკივნეულად ასტკივდა კბილები და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიდა. იქ აღმოაჩინეს: მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML) – იშვიათი და ძალიან აგრესიული სისხლის სიმსივნე.
მან გაიარა ქიმიოთერაპია, ცოტა ხნით მიაღწია გაუმჯობესებას… მაგრამ სიმსივნე დაბრუნდა. ოლივიამ მიიღო ექსპერიმენტული CAR-T იმუნოთერაპია, რამაც მას დროებით სიმსივნე დაუყუჩა და კიდევ ერთი ტრანსპლანტაციის საშუალება მისცა. მაგრამ 2025 წლის დასაწყისში სიმსივნე ისევ დაბრუნდა.და მაინც – ოლივიამ შეძლო £25,000-ის შეგროვება ლეიკემიის კვლევისთვის, მარათონში მონაწილეობით!სწორედ ასეთი ადამიანები ცვლიან მომავალს.პროფესორი გიორგი ფხაკაძე:„ეს შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, რამდენად საშიშია არასწორი დიაგნოზი.
სულ რაღაც დაღლილობასა და თავის ტკივილს მიაწერეს კოვიდს — და გოგონამ სიმსივნის მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო. ჩვენ, ექიმებმა, უნდა ვიყოთ მეტად ფხიზლად. არ შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული სიმპტომი კოვიდს მივაწეროთ.სწრაფი და ზუსტი დიაგნოზი — ამაშია გადარჩენის შანსი.“ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
თუ ხანგრძლივად გაწუხებთ დაღლილობა, თავის ტკივილი, ძილიანობა — ეს არ არის უბრალოდ სტრესი ან კოვიდი გაიარეთ სისხლის ანალიზი — სრული პროფილი, ფერიტინი, ჰემოგლობინი მოითხოვეთ დამატებითი გამოკვლევები, თუკი გრძნობთ, რომ რაღაც არ არის რიგზე გთხოვთ გააზიარეთ ეს პოსტი – შესაძლოა, ვიღაცას სიცოცხლე გადაარჩინოს,"- წერს გიორგი ფხკაძე.