loader

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

გთხოვთ, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას, სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის მი­მართ, ვინც დღეს ამა­ვე იდე­ა­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან და გა­ვიხ­სე­ნოთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძო­და გუ­შინ პრა­ღა­ში, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში!" - ასე და­ი­წყო თა­ვი­სი გა­მოს­ვლა ჩე­ხე­თის სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

"9 აპ­რი­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის სევ­დი­ა­ნი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი და ტან­კე­ბი შე­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის ცენ­ტრში და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ მო­წო­დე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცია ჩა­ახ­შეს. მათ გა­მო­ი­ყე­ნეს გაზი, ხელ­კე­ტე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ხალ­ხის და­საშ­ლე­ლად, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბევ­რი ქალი. კი­დევ ასო­ბით და­შავ­და, მაგ­რამ იმ ღა­მის გზავ­ნი­ლი არ გამ­ქრა­ლა, ამან ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აან­თო და ორი წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის ნი­ა­და­გი მო­ამ­ზა­და...

მაგ­რამ ახლა, 36 წლის შემ­დეგ, იმა­ვე დღეს და იმა­ვე გამ­ზირ­ზე, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სის­ხლი და­იღ­ვა­რა, ქარ­თვე­ლე­ბი ისევ ქუ­ჩა­ში დგა­ნან. უკვე 140 დღე­ზე მე­ტია, ისი­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ისე­თი­ვე სა­შიშ რა­ღა­ცას - ჩუმ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ჩვენ ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის და­ბა­დე­ბის მომსწრე­ნი ვართ, ამ ყვე­ლაფ­რის უკან ერთი კაცი დგას.