ვრცელდება უმძიმესი კადრები ღამის კლუბიდან, სადაც კონცერტის დროს სახურავი ჩამოინგრა; დაღუპულია 100-მდე ადამიანი, არიან დაშავებულებიც - დომინიკის რესპუბლიკაში გლოვაა
დომინიკის რესპუბლიკის ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი კი დაშავდა - აცხადებს ქვეყნის ხელისუფლება.
დაღუპულთა შორის არის ცნობილი ბეისბოლისტი ოქტავიო დოტელი. მაშველებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თუმცა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
ტრაგედიის ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტი ლუის აბინადერი მივიდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
8 აპრილის ღამეს, სანტო დომინგოში მდებარე ღამის კლუბ Jet Set - ის სახურავი მოულოდნელად ჩამოინგრა ცნობილი მომღერლის რუბი პერესის კონცერტის დროს.