loader

უმძიმესი ავარია ქობულეთში - ავარიის შედეგად მანქანა გზიდან გადავარდა, არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია ქობულეთში - ავარიის შედეგად მანქანა გზიდან გადავარდა, არიან დაშავებულები

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.