"ეს იყო სირცხვილი არა ჩემთვის, არამედ იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც 9 აპრილი დგას" - კოტე ზარნაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას.
დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია — თვითონ 9 აპრილის სულისთვის.
ეს არ იყო პროტესტი — ეს იყო მავნებლობა, სიძულვილის გამოფრქვევა იმ ადგილას, სადაც სიჩუმე, მადლიერება და ერთობა უნდა სუფევდეს.
მე არ მივსულვარ არც კამერებისთვის და არც სიტყვით გამოსასვლელად — მივედი, როგორც ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ გმირების ხსოვნას სიტყვები კი არა, გულწრფელობა ეკუთვნის.
მაგრამ მარგინალური ჯგუფები, რომლებსაც მხოლოდ არეულობა და დაპირისპირება აინტერესებთ, ცდილობდნენ შთაგონების ადგილად ქცეული მემორიალი სიძულვილის სცენად ექციათ.
ეს იყო სირცხვილი არა ჩემთვის, არამედ იმ ღირებულებებისთვის, რომლებზეც 9 აპრილი დგას" - წერს კოტე ზარნაძე.
ცნობისთვის, კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.
ასევე იხილეთ: "ვის დაარტყი?!" - დაპირისპირების კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც კოტე ზარნაძე მივიდა