loader

"აქ ხმაური დაიწყო და უკან გაბრუნდნენ! აი, ეს სიტუაციაა ახლა პარლამენტთან" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირდაპირი ჩართვა სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ ხმაური დაიწყო და უკან გაბრუნდნენ! აი, ეს სიტუაციაა ახლა პარლამენტთან" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირდაპირი ჩართვა სოციალურ ქსელში

მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენეს. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ღამე აქციის მონაწილეებთან ერთად გაათენა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზაცია შეინიშნება და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციის მონაწილეებისკენ წავლენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლონ“.

„არავითარი წინააღმდეგობა ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ აქ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

„ბოლომდე, ბოლომდე“, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან.