"მესმის, რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია სორდიას მიმართავს
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "იმედის" წამყვანს, ნათია სორდიას, რომლის ძმაც, "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.
"ნათია სორდია მესმის, რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ.
პროცესი 17 ში გადადეს. იქნებ, ჩვენგან მაინც გაიგონ "იმედელებმა", რომ ბიჭი უბრალოდ იდგა და დააკავეს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, საბა სორდიას საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.
სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დაიწყეს მსჯელობა.
სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.