ვრცელდება კადრები ქუთაისიდან, სადაც ავტომობილი აფთიაქში შევარდა
ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, მარი ბროსეს #1-ში, ავტომობილი პსპ-ს აფთიაქში შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩამსხვრეულია მინა.
პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
აფთიაქი მუშაობას აგრძელებს.