loader

სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ "ქართული ოცნების" საპროტესტო მსვლელობა დაიძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ "ქართული ოცნების" საპროტესტო მსვლელობა დაიძრა

"დინამოს" სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ "ქართული ოცნების" საპროტესტო მსვლელობა დაიძრა.
მსვლელობას კოალიციის წარმომადგენლები დავით ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე, ნოდარ ხადური და არჩილ კბილაშვილი უძღვებიან.

როგორც გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქცია იქნება გრანდიოზული და საქართველოს ისტორიაში ეს დღე აუცილებლად შევა.
დავით ბერძენიშვილის თქმით კი, ისინი დღეს აჩვენებენ ხელისუფლებას, რომ "ბევრნი არიან".
ნოდარ ხადურის თქმით კი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანას ცვლილებები სჭირდება, რასაც ქუჩაში დღეს გამოსული მოსახლეობის რაოდენობაც ადასტურებს.

"დინამოს" სტადიონიდან დაძრული მსვლელობა გაივლის თამარ მეფის ხიდს, გმირთა მოედანს და ფილარმონიასთან შეუერთდება ვაკის პარკიდან წამოსულ საპროტესტო კოლონას.

ავტორები: ლელა ბაღდავაძე, რიტა ყაველაშვლი

იხილეთ:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ

"ქართული ოცნების" აქტვისტებმა თავისუფლების მოედანზე საავტომობილო გზა სანახევროდ გადაკეტეს