loader

"ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან" - კახა კახიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინა ივანიშვილი დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე... მოვა დრო და ღარიბაშვილიც წავა "ოცნებიდან" - კახა კახიშვილი

ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები და შემდეგ უკვე [ბიძინა ივანიშვილი] დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას: „როგორ შეაფასებდით სამთავრობო ცვლილებებს და რამდენად შესაძლებელია კიდევ ველოდოთ არაერთ ცვლილებას“.

კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა იმის გამო, რომ ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, რეალურად „კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სანდო ადამიანები“ იყვნენ.