loader

"რადგან პარაზიტების თემა აქტუალურია, ინფორმაციას მოგაწვდით" - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საზოგადოებას მძიმე პარაზიტული ინფექციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც შეიძლება, უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით დაგემართოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რადგან პარაზიტების თემა აქტუალურია, ინფორმაციას მოგაწვდით" - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საზოგადოებას მძიმე პარაზიტული ინფექციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც შეიძლება, უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით დაგემართოთ

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული საზოგადოებას მძიმე პარაზიტული ინფექციის შესახებ აფრთხილებს, რომელიც ადამიანს შეიძლება, უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით დაემართოს.

"რადგან ეს პარაზიტებიც აქტუალურია, კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ:

ფოტოზე გამოსახულია ანიზაკიდების (Anisakis) ლარვები, რომლებიც ხშირია ზღვის პროდუქტებში, განსაკუთრებით თევზში.

საფრთხე, რომელსაც ეს პარაზიტი ქმნის!

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით.

რისკები და სიმპტომები:

• ძლიერი მუცლის ტკივილი

• გულისრევა და ღებინება

• დიარეა და ალერგიული რეაქციები

• ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც კი საჭიროა, რადგან ლარვები კუჭ-ნაწლავის კედელში იჭრებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან?

თერმული დამუშავება – თევზის კარგად შეწვა, მოხარშვა ან 60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება.

გაყინვა (-20°C მინიმუმ 24 საათი) – კლავს პარაზიტებს.

შედგენილი HACCP სისტემა – რისკების მართვა საწარმოებში, რომ მომხმარებლამდე არ მივიდეს დაბინძურებული პროდუქტი.

თუ თქვენი ბიზნესი თევზეულს ამუშავებს და ყიდის, თქვენ უნდა აკონტროლოთ ეს რისკი!

დაგვიკავშირდით, რომ თქვენი HACCP სისტემა რეალურად იცავდეს მომხმარებლებს და თქვენს ბიზნესს!

P.s. ფოტოზე ეს პარაზიტი უკვე მკვდარია, რადგან თევზი დაჭერის დროს სწრაფად იყინება,მაგრამ ორგანოლეპტიკურად მაინც არ არის სასიამოვნო.

P.s.s. ბოდიში არაესთეტიკური ფოტოებისთვის" - წერს ირაკლი არაბული.