ვრცელდება მძიმე ინფორმაცია -დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი - როგორია ბოლო ცნობები აშშ-დან, სადაც ქარიშხალს ებრძვიან?
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება, განსაკუთრებით დიდი ზარალი ტენესის შტატში გამოიწვია, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა.